CALENDAR

МНТЦ მთავრობათაშორისი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1995 წელს ევროკავშირის, რუსეთის, აშშ-სა და იაპონიას შორის შეთანხმების საფუძველზე. მეორე მხარე: ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა.
МНТЦ -ს სამდივნო არის მოსკოვში.
მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაუვრცელებლობის ფარგლებში МНТЦ აფინანსებს სამშვიდობო სამეცნიერო კვლევებს რუსეთში, ბელორუსიაში, საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
ცენტრის ყველა პროექტი ხელს უწყობს შემდეგი მიზნების რეალიზაციას:

  • დსთ-ს ქვეყნების მეცნიერებს, რომლებსაც კავშირი აქვთ იარაღთან, განსაკუთრებით, მათ, რომლებსაც აქვთ ცოდნა და გამოცდილება მასობრივი განადგურების საშუალებების წარმოების სფეროში, ცენტრი აძლევს საშუალებას, მიმართონ თავიანთი სამოქმედო ორიენტაცია სამშვიდობო საქმიანობისაკენ; ხელს უწყობს ნაციონალური და საერთაშორისო ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტას.
  • მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას.
  • ხელს უწყობს ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს.
  • ახალისებს დსთ-ს ქვეყნების მეცნიერების სამშვიდობო-სამეცნიერო გაერთიანებაში ინტეგრაციას.

სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების პროგრამა ცენტრის საქმიანობის განსაკუთრებით ფართო მიმართულებაა. ამ პროგრამის ფარგლებში ცენტრი ღებულობს დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტებისა და მეცნიერთა სამეცნიერო პროექტებს, უწევს მათ საორგანიზაციო-ტექნიკურ მხარდაჭერას და აფინანსებს.…სამეცნიერო ჯგუფები ამუშავებენ პროექტებს და ახდენენ მათ რეალიზაციას უცხოური კოლაბორატორი_ორგანიზაციების თანამონაწილეობით. ამ პროგრამის ფარგლებში ცენტრმა დააფინანსა ასობით პროექტი და დსთ-ს ქვეყნების 30 000-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა. ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების შემდეგი სფეროები: გარემოს მონიტორინგი და რეაბილიტაცია; ვაქცინები, იმუნოლოგია და პათოლოგია; ბირთვული უსაფრთხოება; ქიმიური დამუშავების ტექნოლოგია და ენერგიის წარმოება.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ МНТЦ-ს ვებ-გვერდზე:  www.istc.int