დადგენილება №103/2015 - “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №103/2015
28 სექტემბერი   2015

“ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის  2015 წლის 22 მაისის №76/01-01 და 30 ივნისის №99/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 27 ივლისის №77/2015 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: 10.09.2015, №31561/02; 10.09.2015, №31631/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
 
ა) დადგენილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ე“ ქვეპუნქტი:
„დ.ე) ანზორ სახვაძე - ასოცირებული პროფესორი;“
ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) საერთაშორისო ურთიერთობები:
თ.ა) სოფიო პეტრიაშვილი – ასისტენტ-პროფესორი.“
2. ამოღებულ იქნეს “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილების პირველი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტი და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №50/2011 დადგენილების პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის ასისტენტ-პროფესორების მე-2 ნომერი.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე